პალეოგრაფია
რეზიუმე
ნაშრომში გაანალიზებულია პალეოგრაფიის ძირითადი თეორიული საკითხები - დამწერლობის წარმოშობა, ტიპები, ეპიგრაფიკა, პაპიროლოგია, კოდიკოლოგია, ფილიგრანოლოგია, ქართული ანბანის წარმოშობის თეორიები, ქართული ანბანის სახეობები, საწერი მასალები და იარაღები, ქართული ხელნაწერი წიგნის შემადგენელი ნაწილები და დამზადების ტექნოლოგია, ხელნაწერთა საცავები და კატალოგები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი ქართული ხელნაწერების შეგროვება-დაცვის საქმეში, დაქარაგმება, პუნქტუაცია, განკვეთილობის ნიშნები, საიდუმლო დამწერლობა, კალიგრაფიული ხელოვნება და სხვა. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.


