კომპარატივისტული კვლევები
რეზიუმე
წიგნი შექმნილია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილებასთან თანამშრომლობით და გამოცემულია ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის - პროფ. ვენერა კავთიშვილის რედაქციით. შესაბამისად, წიგნის ყდაზე გამოსახულია ორივე დაწესებულების ლოგო. ნაშრომში წარმოდგენილი სტატიები ეთმობა ლიტერატურათმცოდნეობისა და ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზს თანამედროვე მოსაზრებებისა და თეორიული მიდგომების გამოყენებით. წარმოდგენილია ინტერდისციპლინური კვლევა და მცდელობა, რომ ქართული ლიტერატურის განვითარების ეტაპები ერთიანი ევროპული ლიტერატურის ფაზებს მივუსადაგოთ, შევადაროთ. წიგნი გათვალისწინებულია ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
Chapters
-
ქართულ ფოლკლორში წარმოდგენილი ცალკეული სიმბოლოების გააზრება მსოფლიო სიმბოლოებთან კონტექსტშიბელა მოსია
-
ქართულბიზანტიური ჰაგიოგრაფიული პროზის მსოფლმხედველობრივი პარალელებიხათუნა გოგია
-
ნ. ბარათაშვილისა და ნოვალისის მხატვრულ-ონტოლოგიური სამყარო (ზოგიერთი კომპარატივისტული შტრიხი)ნესტან ფიფია
-
ფრანგულ - ქართული სიმბოლისტური პოეზია /ზოგადი კონტურები/ზეინაბ სარია
